ტაბების კითხვა.

  ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს, როგორ უნდა წაიკითხო ე.წ. ”ტაბები”. ჩვენი ყველაზე აკორდული საიტი გთავაზობთ ადვილად გასაგებ ინსტრუქციას :) 

ტაბები, ეს არის ციფრებითა და ინტერვალებით ჩაწერილი მუსიკა. იგი იწერება 6 ხაზზე, სიმების განლაგების უკუმიმართულებით, ანუ სიმების დასახელებების მიხედვით. 

ხაზები განლაგებულია ჰორიზონტალურად. ტაბის პირველი ხაზით აღინიშნება გიტარის პირველი, ყველაზე წვრილი სიმი. ბოლო, ანუ სულ ქვემოთა ხაზით აღინიშნება ბოლო, ყველაზე მსხვილი სიმი. 

ტაბები იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ, მასში ძირითადად გამოიყენება ციფრები ლადების აღსანიშნად, და ასევე რამდენიმე სიმბოლო (”Slide" -ის "pull"-ის და ასე შემდეგ.) 

ციფრები აღნიშნავს ლადებს. გიტარაზე სულ 21 ლადია. ციფრი ”1” პირველ ლადს აღნიშნავს, ”2” მის შემდეგს და ასე შემდეგ. 

* ციფრი 0 აღნიშნავს თავისუფალ ლადს, ანუ დაჭერის გარეშე.

    დაშორება ციფრებს შორის დროის ინტერვალის პროპორციულია. მაგალითად, თუ პირველ ხაზზე წერია ციფრი ”1” და შემდეგ ინტერვალით ”3”, ეს ნიშნავს პირველ და მესამე ლადს შორის ინტერვალს.  

”e" ასოთი აღინიშნება პირველი (წვრილი) სიმი. ”b" - თი მეორე, და ასე შემდეგ. სურათზე ხედავთ ტაბის მაგალითს. ამ მაგალითზე თქვენ უნდა დაუკრათ ჯერ პირველი (e) სიმის პირველი ლადი, დროის შემდეგ კი მესამე ლადი. კონკრეტული განსაზღვრა, თუ რამდენ დეფისზე რამდენი დრო გამოიტოვება, არ არსებობს.
ამის გარკვევა შესაძლებელია სიმღერის ან მუსიკის მოსმენით. 
http://chordest.blogspot.com  
სხვადასხვა სიმებზე დაწერილი ლადებიც მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება, თანმიმდევრობით. თუ სხვადასხვა სიმებზე წერია ციფრები ვერტიკალურად ერთ ჩაყოლებაზე, მაშინი ყველა ის ლადი ერთად დაიკვრება.  
http://chordest.blogspot.com
  სურათზე გამოსახულ ტაბზე წერია პირველი, მეორე და მესამე სიმის თავისუფალი ლადები. ამ შემთხვევაში უნდა დავუკრათ სამივე ერთად, რადგან ვერტიკალურად ერთ სიგრძეზე მდებარეობენ. ვერტიკალურად ერთ გრძედზე დაწერილი ლადები ერთდროულად იკვრება, ხოლო სხვადასხვა  - მარცხნიდან მარჯვნივ თანმიმდევრობით.

ქვემოთ, სურათზე ხედავთ სხვადასხვა ვერტიკალურ გრძედზე დაწერილი ტაბების მაგალითს. ამ მაგალითზე უნდა დავუკრათ პირველი, შემდეგ მეორე, და ბოლოს მესამე სიმი . პირველი იკვრება ის ლადი, რომელიც უფრო მარცხნივ, დასაწყისისკენ წერია. 

დასაწყისისთვის საკმარისია, თუ მოისურვებთ დამატებით განმარტებებს, თხოვნებში მოგვწერეთ :) გაუგებარი საკითხები კითხვებში.

No comments:

Post a Comment